• ცვარა (გრანულაცია)

    დილის ნამის ელვარება ლითონზე. ათასობით მიკრო-ბურთულა, შექმნილი და დატანილი ხელით, სათითაოდ, უმაღლესი ოსტატობით.

  • ფილიგრანი

    მეტალის მაქმანი. უწვრილესი ძვირფასი ძაფებით აწყობილი ჰაეროვანი ორნამენტი, რომელიც სიმსუბუქისა და სიდიადის ილუზიას ქმნის.

  • ვიტრაჟული მინანქარი

    ცეცხლში დაბადებული ფერები და სინათლის თამაში მეტალში. ურთულესი ტექნიკა, რომელსაც მსოფლიოში ერთეულები ფლობენ.

ერთი ოსტატის მისია...

მხატვარი, რომელმაც მუზეუმის ვიტრინებში საკუთარი კულტურის დაკარგული კოდი დაინახა. წლების მანძილზე, ბიბლიოთეკებში და საკუთარ სახელოსნოში, ექსპერიმენტებით აღადგინა ის, რაც შეუძლებლად ითვლებოდა. ეს "ცვარას" მთავარი ოსტატის და დიზაინერის, ვაჟა ქუთათელაძის ისტორიაა.

- "ჩემთვის თითოეული ნივთი არა უბრალოდ სამკაულია, არამედ დიალოგი ჩვენს დიდებულ წარსულთან."

გაიცანი ოსტატი

ცვარას სამყარო

ორი კოლექცია, რომელიც "ცვარას" ხელწერას და ფილოსოფიას ყველაზე სრულყოფილად გამოხატავს.

  • არსებობს თქმულება თამარ მეფის ჯადოსნურ ბაღებზე, სადაც უიშვიათესი ყვავილები მთელი წლის განმავლობაში ყვაოდნენ. ეს კოლექცია სწორედ ამ ლეგენდარული, დაკარგული სამოთხის შთაგონებით შექმნილი სრულყოფილი და მონუმენტური განსახიერებაა.

    თამარის ბაღი

    ისტორია, რომელიც ხელოვნებად იქცა. საქართველოს ოქროს ხანით შთაგონებული კოლექცია, სადაც თითოეული დეტალი ორნამენტის, ფერისა და ოსტატობის უსასრულო ზეიმია.

    კოლექციის ნახვა 
  •  კოლექცია "სამეფო კარი" შექმნილია მათთვის, ვინც საკუთარ ისტორიას თავად წერს და ვისი სტატუსიც შინაგანი სიძლიერით განისაზღვრება.

    სამეფო კარი

    როდესაც ორნამენტი ძალაუფლებას, ხოლო სამკაული – სტატუსს გამოხატავს. კოლექცია, რომელიც შთაგონებულია სამეფო კარის არქიტექტურული სიმკაცრითა და სიდიადით.

    კოლექციის ნახვა 

გაქრისტიანება

აღმოაჩინეთ "ნათლობის ზარდახშა" – უნიკალური კომპლექტი, შექმნილი ნათლობის დღისთვის. ზარდახშა, რომელიც ინახავს არა მხოლოდ ძვირფას ნივთებს, არამედ მარადიულ, წმინდა მოგონებას.

დეტალები