Skip to product information
1 of 1

tsvara

ვანის კუ: კოსმოსის მცველი

ვანის კუ: კოსმოსის მცველი

Regular price 150.00 GEL
Regular price 170.00 GEL Sale price 150.00 GEL
Sale Sold out
Tax included. Shipping calculated at checkout.
Color

მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა

ზოგი მითი ოქროში იწერება. ზოგიც – ვარსკვლავების ფერში იბადება.

ეს არ არის უბრალოდ კულონი, ეს ვანის კუს ხელახალი დაბადებაა – სამყაროს მოდელი, რომლის ბაკანზეც, კოლხური ღამის მსგავსად, ცვარას ტექნიკით შესრულებული ათასობით ვარსკვლავია მიმოფანტული. ატარეთ ის, როგორც თქვენი პერსონალური კოსმოსის მცველი.

2500-წლიანი დიალოგი, გამოჭედილი ვერცხლში

შთაგონების წყარო ვანის ნაქალაქარის უნიკალური არტეფაქტია, კოლხი ოსტატის მიერ შექმნილი "ოქროს კუ". ჩვენი მისია არ იყო მისი კოპირება. ეს კოლექცია არის ჩვენი 2500 წლის დიალოგი უძველეს ოსტატთან. ჩვენ აღვადგინეთ არა ფორმა, არამედ იდეა: კუ, როგორც სამყაროს სიმბოლო.

კოსმოგონია:

უძველეს კოლხურ წარმოდგენაში კუს ბაკანი ცის კამარას განასახიერებდა, მისი სხეული კი – დედამიწას.

ცვარას ალქიმია:

ღრმა ლურჯი მინანქარი ღამის ცის კამარაა, ხოლო ცვარას უნიკალური ტექნიკით შესრულებული ათასობით ვერცხლის მარცვალი იმ ვარსკვლავების ციმციმს იმეორებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები აკვირდებოდნენ.

თანამედროვე ხედვა:

მინანქრის ფერის დამატებით, ჩვენ ამ უძველეს კოდს ახალი, ჩვენეული ხმა მივეცით.

ეს არის ისტორია, სიბრძნე და უსასრულობა, რომელიც შეგიძლიათ, სულ თან გქონდეთ.

 

ცვარა (გრანულაცია), 

ჩაქცეული მინანქარი.

View full details

პროდუქტის შესახებ

მიწოდება და გარანტია

მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.

მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.

სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.

კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.

პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.