Refund policy

სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.

კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.

პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.