ცვარა, ვაჟა ქუთათელაძე, ქართული სამკაული, ხელნაკეთი

კულტურული მეხსიერების გაღვიძება: ვაჟა ქუთათელაძის გზა მუზეუმის არქივიდან განახლებულ ტექნოლოგიამდე.

ყველაფერი მუზეუმში დაიწყო. მაშინ ქვეყანაში რთული პერიოდი იდგა, დრო თითქოს გაჩერებული იყო. მე, როგორც მონუმენტალისტ მხატვარს, არ შემეძლო უბრალოდ გავჩერებულიყავი. სწორედ მაშინ, ვანის არქეოლოგიური გათხრების პირველ გამოფენაზე, შევხვდი იმას, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა – ანტიკურ ქართულ სამკაულს.

 

მონუმენტალიზმი მინიატურაში

ცვარას ოსტატი მუშაობს მინიატურულ ვერცხლის დეტალზე

როდესაც უძველეს სასაფეთქლეებს დავაკვირდი, ვირგძენი, რომ მონუმენტალისტი ისევ გაცოცხლდა ჩემში. სასაფეთქლეები არ იყო უბრალოდ ლამაზი ნივთები - ისინი წარმოადგენდნენ მასიურ, ეფექტურ მონუმენტურ ფორმებს, რომლებიც მინიატურულ სივრცეში თითქოსდა სასწაულებრივად იყო დატეული. სწორედ იმ წამს გამიჩნდა კითხვა: როგორ, რა ტექნიკით და ტექნოლოგიებით ქმნიდნენ ამ ყველაფერს ჩვენი წინაპრები?

მუზეუმის კედლებში გამუდმებით მესმოდა ერთი და იგივე ფრაზა: "იყვნენ ასეთი ოსტატები, მაგრამ მათი ცოდნა დაიკარგა". ამ სიტყვებმა გამიჩინა არა უბრალოდ ინტერესი, არამედ თითქოს ამავსო ვალდებულების გრძნობით - მე უნდა აღმედგინა ის, რაც ჩვენი  კულტურისთვის წარსულად იქცა.

 

დეტექტივი სახელოსნოში: დაკარგული ტექნოლოგიების ძიება

ხელნაკეთი სამკაულის დამზადების პროცესი, ლითონის ხერხვა

მაშინ, ჩემს გარშემო არავინ იცოდა თუ როგორ  მზადდებოდა ნამდვილი ,,ცვარა” (გრანულაცია), ან რა ტექნოლოგიური ხერხებით ხდებოდა ლითონების შეერთება. 
რადგანაც მასწავლებელი სხვა ადამიანის სახით ამ მიმართულებით არ არსებობდა, ჩემი ძიება სამი მიმართულებიც წარიმართა - მუზეუმები, ბიბლიოთეკა და ჩემი სახელოსნო - პირადი ექსპერიმენტების დაუსრულებელი ველი.

ეს იყო ნამდვილი შემოქმედებითი დეტექტივი. მაგალითად, ცნობილი იყო, რომ ცვარას იდეალური ბურთულებისთვის ხის ნახშირი სჭირდებოდა. მაგრამ რომელი ხის? უამრავი ცდის შემდეგ მივაგენი კონკრეტულ სახეობას. მისი გამოწვის შემდეგ მიღებულ ზედაპირზე, ეთერზეთების არარსებობის გამო, ლითონი იდეალურ სფეროდ ყალიბდებოდა.

ყველაზე დიდი გამოწვევა კავშირების, ანუ "მიჩრჩილვის" ტექნოლოგია იყო. წიგნებიდან მიღებულ თეორიას საათობით ვამოწმებდი პრაქტიკაში. საბოლოოდ, შევქმენი კავშირის ჩემეული, უსაფრთხო რეცეპტურა, რომელიც ძველ, მომწამვლელ მეთოდებს ანაცვლებდა.

 

ოქრო, როგორც მასწავლებელივაჟა ქუთათელაძე მუშაობის პროცესში

ნამდვილი "გასხივოსნება" მაშინ მოხდა, როდესაც ვერცხლიდან ოქროზე გადავედი. ოქრო მკაცრი მასწავლებელი აღმოჩნდა – ის შეცდომის დაშვების უფლებას არ გაძლევს. ამ უდიდესმა პასუხისმგებლობამ ჩემი ოსტატობა და გააზრება სულ სხვა დონეზე აიყვანა.

პირველი სრულყოფილი ნამუშევარი, რომელმაც ჩემი ძიების წარმატება დაადასტურა, დაახლოებით 1994 წელს შეიქმნა – ეს იყო იესოს გამოსახულება ხახულის კარედიდან. როდესაც ის პატრიარქმა ნახა, ვიგრძენი, რომ სწორ გზაზე ვიდექი.

 

 მემკვიდრეობა: ორი თაობა, ერთი მისია

წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა იდეად იქცა და დაიბადა ბრენდი "ცვარა". მაგრამ ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ჩემი ისტორია. ეს იყო მისიის დასაწყისი, რომელიც ჩემმა შვილებმა დავით და ლევან ქუთათელაძეებმა გაიზიარეს.

დღეს "ცვარა" არ არის მხოლოდ სამკაული. ეს არის კულტურული ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომლებიც თაობების დაკავშირებას ემსახურება - სულიერებით სავსე ნაკეთობა ვერ იქნება დროებითი ნივთი.

ქართველი იუველირი ვაჟა ქუთათელაძე სახელოსნოშიგსურთ შეეხოთ ამ ისტორიას?
ეწვიეთ ჩვენს შოურუმს ან აღმოაჩინეთ კოლექცია ონლაინ.
Back to blog