"ცვარას" შოურუმის ფილოსოფია

"ცვარას" შოურუმის ფილოსოფია

სცენა ქართული კულტურისთვის: როგორ გარდაიქმნა „ცვარას“ შოურუმი ნეგენტროპიულ სივრცედ.

ცვარას შოურუმის ინტერიერი, შესასვლელი და ვიტრინები

სინათლის დრამატურგია: მაღაზია თუ თეატრი?

"ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სულ მქონდა შეგრძნება, რომ უნდა შემექმნა სივრცე, სადაც სამკაულები პერსონაჟები იქნებოდნენ,“ – ამბობს დავით ქუთათელაძე - ,,ცვარას” თანადამფუძნებელი.

ტრადიციული, გადანათებული ვიტრინების ნაცვლად, აქ ინტიმური დაბალი განათებაა და აქცენტირებული შუქია. რატომ?
„სინათლე სიბნელეშია ფასეული. გადანათებულ გარემოში ის უფასურდება. სინათლის სხივს თუ მართავ, შენ ადამიანის ხედვას მართავ. ჩვენ სიბნელეში სინათლით ვყვებით ანტიკური პერიოდის მივიწყებული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ამბის გაცოცხლებას.“

ეს მიდგომა თეატრალურია. თეატრის ყოფილი მხატვრისთვის შოურუმი არის სპექტაკლი, სადაც ყოველი ბოქს-სივრცე სცენაა, ხოლო სტუმარი – მაყურებელი, რომელიც კულისებში იჭყიტება.

 

განათებული ვიტრინა ბიუსტით, ექსპოზიციის დიზაინი

ნეგენტროპია: ბრძოლა კულტურული დავიწყების წინააღმდეგ

დავითი ხშირად ახსენებს ტერმინს – „კულტურული ენტროპია“. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ენერგია და მეხსიერება იფანტება, იკარგება და ქაოსად იქცევა.

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები საკუთარი უნიკალური კულტურის საფუძვლებს, მის პირველ იმპულსებს კარგად არ იცნობენ. ჩემი, როგორც შემოქმედის მიზანი, კულტურული ნეგენტროპიაა – საწყისი ენერგიის მოძიება და ახალი იმპულსების შექმნა.“

სწორედ ამიტომ, „ცვარას“ შოურუმი არის წესრიგის კუნძული. აქ ყველაფერი სტრუქტურირებულია. ეს არის სივრცე, რომელიც აგროვებს გაფანტულ კულტურულ ენერგიას და მას მატერიალურ, ხელშესახებ ფორმას აძლევს.

ანტიკური პერიოდის სამკაულის ახლებური ხედვა

კულტურა, რომელიც ცოცხალია.

მუზეუმში ჩვენ შეჩვეულნი ვართ დისტანციას – სილამაზე ხელშეუხებელია. ჩვენთან კი ეს საზღვარი იშლება.

ნივთი ნამდვილ სიცოცხლეს იძენს მაშინ, როდესაც მას ადამიანი გონებით და გულით ეხება. ხელოვანისთვის არტეფაქტი უბრალო ნივთი კი არა, ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივ რეჟიმში გვიყვება თავის ამბავს. ჩვენი შოურუმიც სწორედ ამ უწყვეტი, ცოცხალი თხრობის ადგილია.

როგორც კი თანამედროვე ადამიანი ძველ ფორმებს ეხება, იბმება უხილავი კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის. ეს არის ცოცხალი პროცესი, სადაც მაყურებელი თანამონაწილე ხდება

აქ ნამუშევრები ისეა განლაგებული, თითქოს უსიტყვო მონოლოგს ჰყვებიან. სტუმარი კი, რომელიც კარს შემოაღებს, ხდება ამ მონოლოგის თანამონაწილე. ინტერესი გადადის მოქმედებაში, მოქმედება კი სრულდება სიტყვით – „ფლობა“.

„ის ხდება არტეფაქტის მფლობელი და არა უბრალოდ მორიგი საყურის. აქ ხდება ზუსტად ის მაგია, როდესაც სამკაული არამარტო გარედან ამკობს სხეულს, არამედ გონებასაც ამკობს ახალი კულტურული პლასტებით.“


დავით ქუთათელაძე ცვარას სივრცეში
ნატურალური ხე, მინის გამჭვირვალობა, შუქ-ჩრდილი... ეს მასალები ქმნის ავთენტურობის განცდას.
„ცვარას“ შოურუმი ღიაა მათთვის, ვისაც სურს არა უბრალოდ ნივთის შეძენა, არამედ კულტურულ სპექტაკლში მონაწილეობა.

გსურთ იხილოთ ეს სპექტაკლი საკუთარი თვალით?
გვეწვიეთ - თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 37m.

ცვარას საგამოფენო სივრცის ვიტრინა
Back to blog