tsvara
კულონი „შთაბეჭდილებები“ - ფერწერული ემოცია
კულონი „შთაბეჭდილებები“ - ფერწერული ემოცია
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
შთაბეჭდილება, ისევე როგორც გრძნობები, არის ძალიან პირადი და ინტიმური განცდა. ეს კოლექცია გაძლევთ საშუალებას სამკაულში იპოვოთ პირადი შთაბეჭდილება – ზღვის, მთის, პირველი სიყვარულის, სიყმაწვილის, რომელიმე ბედნიერი მომენტის...
კულონის დიზაინი, შთაგონებული იმპრესიონისტი მხატვრების მიერ, შექმნილია, რომ აღბეჭდოს წამიერი შთაბეჭდილების სილამაზე. ფილიგრანი ქმნის ყვავილის მსუბუქ, ჰაეროვან სილუეტს, რომელიც სავსეა მინანქრის ნაზი, პასტელური ფერებით.
შენი შთაბეჭდილებების ფერწერა...
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ფილიგრანი
- მინანქარი - მწვანე
- ზომა: სიმაღლე - 20 მმ, სიგანე - 10 მმ
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.