tsvara
კულონი ,,თამარის ბაღი" - ორნამენტის ზეიმი
კულონი ,,თამარის ბაღი" - ორნამენტის ზეიმი
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
არსებობს თქმულება თამარ მეფის ჯადოსნურ ბაღებზე, სადაც უიშვიათესი ყვავილები მთელი წლის განმავლობაში ყვაოდნენ. ეს კოლექცია სწორედ ამ ლეგენდარული, დაკარგული სამოთხის შთაგონებით შექმნილი სრულყოფილი და მონუმენტური განსახიერებაა.
"ცვარას" ოსტატმა, ვაჟა ქუთათელაძემ, ამ დიზაინში თავი მოუყარა თავისი ცოდნის და ტექნოლოგიების მთელ არსენალს. ფილიგრანის ჰაეროვანი ხაზები ქმნის კომპოზიციის არქიტექტურულ სტრუქტურას, ჩაქცეული მინანქარი ავსებს მას სიცოცხლის ღრმა ფერებით, ხოლო ცვარას უმცირესი ბურთულები ქმნის დილის ნამის ჯადოსნურ ელვარებას. ეს არის "ცვარას" ხელწერის კვინტესენცია – მინიატურული შედევრი, რომელიც ატარებს დიდი ეპოქის სიდიადეს.
კოლექცია, სადაც ისტორია ყვავილობს!
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ცვარნამი (გრანულაცია), ფილიგრანი
- მინანქარი - ფირუზისფერი, ლურჯი და წითელი ტონები
- ცირკონის თვალი
- ზომა: სიმაღლე - 31 მმ, სიგანე - 21 მმ.
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.