tsvara
საყურე „სიზმრის ყვავილი“ - თქმულების ნაწილი
საყურე „სიზმრის ყვავილი“ - თქმულების ნაწილი
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
კოლექცია "სიზმრის ყვავილი" - ფარნავაზის თქმულების ნაწილი. ფარნავაზის სიზმარში (სადაც მან ძალაუფლების სიმბოლო მზის ფარი იხილა), მზის შუქის ქვეშ არამიწიერი სილამაზის ყვავილები იზრდებოდა. ჩვენი საყურე სწორედ ამ სიზმრისეული ყვავილის განსახიერებაა.
"ცვარას" ოსტატმა შექმნა უცხო ყვავილის ჰაეროვანი ვერსია, რომლის დიზაინშიც ვერ იპოვით ძვირფას ქვას, რადგან „სიზმრის ყვავილი“ არ არის მზე - არამედ მზის შუქით საზრდოობს თავად. მისი დელიკატური დიზაინი, მსუბუქი ფორმა და უცხო ფერადოვნება გადმოსცემს იმ მირაჟულ სილამაზეს, რომელიც მხოლოდ სიზმრებში არსებობს.
აცოცხლე სიზმრის ყვავილები!
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ცვარნამი (გრანულაცია)
- მინანქარი - ფირუზისფერი, ლურჯი და წითელი ტონალობები
- ზომა: სიმაღლე - 21 მმ, სიგანე - 14 მმ
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.