tsvara
საყურე „მარადიული გაზაფხული“ - იების სურნელი
საყურე „მარადიული გაზაფხული“ - იების სურნელი
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
„მარადიული გაზაფხული“ კოლექცია რომელსაც იების სურნელება დაყვება, ხოლო მისი ფერები და ფორმა თითქოს მუდმივად გვამყოფებს საგაზაფხულო შეგრძნებებში. კოლექციის ყვავილოვანი ორნამენტი და მინანქრის ხასხასა ფერები არა მხოლოდ სამკაულის სილამაზეა, არამედ სიმბოლური შეხსენება იმისა, რომ თავადაც შეგიძლია შექმნა ყოველდღიური გაზაფხული.
„მარადიული გაზაფხული“ - ისეთივე სუფთა და ფერადი, როგორც ახალგაზრდობის ასოციაციები.
შეინარჩუნე გაზაფხულის სურნელება!
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ცვარნამი (გრანულაცია)
- მინანქარი - ცისფერი და ლურჯი ტონალობები
- ცირკონის თვალი
- ზომა: დიამეტრი 12 მმ.
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.