tsvara
საყურე „ეფემერა“ - შეჩერებული წამი
საყურე „ეფემერა“ - შეჩერებული წამი
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
არსებობს სილამაზე, რომელიც მხოლოდ ერთი წამით იბადება... ფიფქი ბუნების განუმეორებელი შედევრია და იდეალური გეომეტრია, რომელიც დედამიწაზე წამიერად ჩნდება. ცვარას ოსტატმა ფიფქში განსხეულებული წამი დაიჭირა და შეაჩერა.
კოლექციის თითოეული დეტალი ფაქიზი გეომეტრიული სტრუქტურით არის შექმნილი, რომელიც იმეორებს ყინულის კრისტალების ფორმას, ხოლო ცვარას მოციმციმე ბურთულები ზამთრის დილის მაგიურ ელვარებას მოგვაგონებს. „ეფემერა“ მეტია ვიდრე სამკაული. ეს არის შეხსენება, რომ დავაფასოთ ცხოვრების უნიკალური, წარმავალი მომენტები და შევაჩეროთ ბედნიერი წამები
„ეფემერა“ - წამი, რომელიც შენთვის გაჩერდა!
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ცვარნამი (გრანულაცია)
- ცირკონის თვალი
- ზომა: სიმაღლე - 29 მმ, სიგანე - 13 მმ
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.