tsvara
კულონი „ელვარე ქიმები“ - ციხესიმაგრის ვარსკვლავი
კულონი „ელვარე ქიმები“ - ციხესიმაგრის ვარსკვლავი
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
„ელვარე ქიმები“ - კოლექცია ატარებს ვარსკვლავისებურ ფორმას და აძლიერებს არქიტექტურულ ეფექტს. იგი შთაგონებულია ქართული ციხესიმაგრეების ქონგურებით - ქიმებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ ჩვენს მემკვიდრეობას და ქვეყანას. ცვარას ოსტატმა ეს მონუმენტური არქიტექტურული სიმბოლო მინიატურულ მბრწყინავ ვარსკვლავად აქცია.
კოლექცია „ელვარე ქიმები“ მეტია ვიდრე სამკაული და შეიძლება თილისმად იქცეს იმ თანამედროვე ქალისთვის, რომელიც ერთდროულად ნაზია და ძლიერი; რომელიც საკუთარი ცხოვრებისა და შინაგანი სამყაროს მტკიცე მცველია.
„ელვარე ქიმები“ - თქვენი შინაგანი ციხესიმაგრის სიმბოლო
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ცვარნამი (გრანულაცია)
- მინანქარი - ლურჯი
- ცირკონის თვალი
- ზომა: სიმაღლე - 25 მმ, სიგანე - 15 მმ
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.