tsvara
საყურე „დილის ვარსკვლავი“ - გზამკვლევი შუქი
საყურე „დილის ვარსკვლავი“ - გზამკვლევი შუქი
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
კოლექცია „დილის ვარსკვლავი“ ახალი დღის, სინათლის და გზის მანათობელი ვარსკვლავის შთაგონებით შეიქმნა. ნიშანდობლივია, რომ ცენტრში მოცემული მოზრდილი ცირკონის თვალი დავაკავშირეთ სხვადასხვა კულტურაში ავი თვალისგან დამცავ სიმბოლოსთან; ამავე დროს ის წარმოადგენს; სიბრძნის, ინტუიციის და სულის სარკმლის სიმბოლოს. ცვარას ეს კოლექცია თავისი მისტიკური ხასიათით მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში არსებულ სიმბოლოთა თანამედროვე ასოციაციაა.
„დილის ვარსკვლავი“ მეტია, ვიდრე სამკაული - ქართველი ოსტატის უნიკალურ ხელწერასთან აერთიანებს აღმოსავლურ კულტურათა მრავალსაუკუნოვან სიბრძნეს.
„დილის ვარსკვლავი“ - თქვენი გზამკვლევი შუქი
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ცვარნამი (გრანულაცია)
- მინანქარი - ცისფერი, ლურჯი და წითელი ტონალობები
- ცირკონის თვალი
- ზომა: სიმაღლე - 32 მმ, სიგანე - 26 მმ
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.