Skip to product information
1 of 2

tsvara

კულონი „ჩემი საქართველო“ - კავშირი სამშობლოსთან

კულონი „ჩემი საქართველო“ - კავშირი სამშობლოსთან

Regular price 77.00 GEL
Regular price Sale price 77.00 GEL
Sale Sold out
Tax included. Shipping calculated at checkout.

მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა

🎥 იხილე ახლო ხედით მინანქრის ბზინვარება და ხელით შესრულებული დეტალები ვიდეოში:

 

  კოლექცია „ჩემი საქართველო“ არა უბრალოდ ქვეყნის რუკა, არამედ შენი პირადი კავშირია სამშობლოსთან. ის არის შენი სახლი, შენი ფესვები, შენი გული, რომელიც ყოველთვის შენთანაა.

 „ცვარამ“ მეტალში გააცოცხლა სამშობლოს უკვდავი შეგრძნება - „ჩემი საქართველო“ სამშობლოს ფერების მატარებელია: მინანქრის ხალასი ტონები ასახავს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან ბუნებას, ფილიგრანის ტიხრები გვიჩვენებს რეგიონების განლაგებას; ცვარნამით შექმნილი ყვავილი კი აღნიშნავს დედაქალაქ თბილისს, ჩვენი ქვეყნის გულს.

 

 „შენი საქართველო“ ყოველთვის შენთანაა!

 

ტექნიკური მახასიათებლები:

  • ვერცხლი 925 სინჯი
  • ცვარნამი (გრანულაცია)
  • მინანქარი - ცისფერი, ლურჯი, მწვანე და მეწამული ტონალობები
  • ზომა: სიმაღლე - 20 მმ, სიგანე - 24 მმ

 

უფასო მიწოდება საქართველოში

 

View full details

პროდუქტის შესახებ

მიწოდება და გარანტია

მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.

მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.

სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.

კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.

პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.