tsvara
ბეჭედი „ანბანის ყვავილი“ - დაწერილი სილამაზე
ბეჭედი „ანბანის ყვავილი“ - დაწერილი სილამაზე
Couldn't load pickup availability
მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა
„ანბანის ყვავილი“ „ცვარას“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც ფოკუსირდება ორმაგ სიმბოლიზმზე: ქართული ანბანის მომრგვალებულ ხაზებსა და ყვავილის ფორმებზე. კოლექცია სახელწოდებით მიგვანიშნებს, რომ შექმნილია არა მხოლოდ როგორც ორნამენტი, არამედ „დაწერილი სილამაზე“.
კოლექცია „ანბანის ყვავილი“ მგრძნობიარე ქალისთვისაა - ვინც სიტყვასაც და ბუნების სილამაზესაც სიფაქიზით ეკიდება.
დაწერე შენი სილამაზე!
ტექნიკური მახასიათებლები:
- ვერცხლი 925 სინჯი
- ცვარნამი (გრანულაცია)
- მინანქარი - ცისფერი, ლურჯი და წითელი ტონალობები
- ცირკონის თვალი
- ზომა: სიმაღლე - 26 მმ
უფასო მიწოდება საქართველოში
Share

პროდუქტის შესახებ
მიწოდება და გარანტია
მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.
მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.
სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.
კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.
პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.