Skip to product information
1 of 2

tsvara

კულონი „აიას სარკე” - მითიური ანარეკლი

კულონი „აიას სარკე” - მითიური ანარეკლი

Regular price 112.00 GEL
Regular price Sale price 112.00 GEL
Sale Sold out
Tax included. Shipping calculated at checkout.

მუდმივი გარანტია | უფასო მიწოდება | უსაფრთხო გადახდა

თქმულებები გვიყვებიან  კოლხეთის მითიურ დედაქალაქზე - ქალაქი ,,აია”, სადაც მაგია და რეალობა ერთმანეთში ირეოდა… ამ ქალაქის დედოფლებს ჰქონიათ ჯადოსნური სარკეები, რომლებიც არა გარეგნობას, არამედ სულის სიღრმეებს და სამყაროს დაფარულ ფერებს ირეკლავდა.

კოლექცია ,, აიას სარკე” კოლხი დედოფლების მითიური სარკის შთაგონებით შეიქმნა, რომლის ელვარე ზედაპირზე თქვენი შინაგანი სამყაროს ფერი უნდა აირეკლოს - „ცვარას“ოსტატმა ამ ნამუშევარში შემოგვთავაზა მინანქრის ფერების ზღაპრული გრადაცია და ფილიგრანის ტიხრებით შექმნილი ორნამენტული ჩარჩო, რომელსაც ცვარას ბურთულები ჯადოსნური ნამის წვეთებით ამკობს. 

რა ფერია შენი სულის ანარეკლი?

 

ტექნიკური მახასიათებლები:

  • ვერცხლი 925 სინჯი 
  • ცვარნამი (გრანულაცია)
  • ფილიგრანი
  • მინანქარი - ფირუზისფერი, ლურჯი და წითელი ტონალობები
  • ზომა: სიმაღლე - 26 მმ, სიგანე - 13 მმ

 

უფასო მიწოდება საქართველოში

 

View full details

პროდუქტის შესახებ

მიწოდება და გარანტია

მიწოდების ვადები:
ნივთის შეძენის მომენტიდან, საქართველოს მასშტაბით მიწოდების სტანდარტული ვადა შეადგენს 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 სამუშაო დღემდე.

მიწოდების ღირებულება:
საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდება სტანდარტულად უფასოა.

სამკაულის უკან დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს სამკაული მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩნდება საწარმოო ან ტექნიკური წუნი.

კომპანია ვალდებულია წუნის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მომხმარებელს ხარვეზის უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან პროდუქტის სხვა ანალოგით შეცვლა, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით.
თუ მომხმარებელი უარს იტყვის შეკეთებაზე ან ჩანაცვლებაზე, კომპანია დაუბრუნებს გადახდილ თანხას არაუგვიანეს 3 კალენდარული კვირისა, ხარვეზის ტიპის დადასტურების შემდეგ.

პროდუქტის უკან დაბრუნებისას, ნივთი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და ჩაბარებული ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა მიიღო.